მხარეები ყარაბაღში დასახლებული პუნქტების დაბომბვაში ერთმანეთს ადანაშაულებენ

საქართველო, თბილისი - 12:17 | 16.10.2020
ნანახია: 155

მთიანი ყარაბაღის არაღიარებული რესპუბლიკის „შეიარაღებული ძალების“ ინფორმაციით, აზერბაიჯანი აგრძელებს სარაკეტო-საარტილერიო იერიშებს ჩრდილოეთის მიმართულებით.
ყარაბაღის ე.წ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა დასახლებული პუნქტები დაბომბა.

“აზერბაიჯანი აგრძელებს მშვიდობიანი დასახლებული პუნქტების დაბომბვას და არღვევს საერთაშორისო კონვენციით დადგენილ ნორმებს“, - აცხადებენ არაღიარებული რსპუბლიკის წარმომადგენლები.

თავის მხრივ, აზერბაიჯანი ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში სომხურ მხარეს ადანაშაულებს. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სომხეთის შეიარაღებული ძალები უტევენ გორანბოის, ტერტერის, აგდამის და აგჯაბადინის რაიონებს. აზერბაიჯანული მხარის განცხადებით, ღამით, სომხურმა ძალებმა გააქტიურება სცადეს ფრონტის რამდენიმე მიმართულებით, თუმცა, ყველა მცელობა აღიკვეთა, მოწინააღმდეგეს დიდი დანაკარგი აქვს და აზერბაიჯანი უპირატესობას ინარჩუნებს ფრონტის მთელ ხაზზე.

ბაქოში აცხადენ, რომ ყარაბაღში მშვიდობიან მოსახლეობას შორის მსხვერპლის რაოდენობა იზრდება. ქვეყნის გენერალური პროკურატურის ცნობით, დაღუპულია 47 მშვიდბიანი მოქალაქე , 222 კი დაჭრილია.

სომხეთი და აზერბაიჯანი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ჰუმანიტარული მიზნებით ცეცხლის შეწყვეტაზე 9 ოქტომბერს, მოსკოვში შეთანხმდნენ.

მიღწეული შეთანხმებით, 10 ოქტომბრის 12:00 საათიდან ამოქმედდა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი, სამხედრო ტყვეებისა და დაღუპულთა ცხედრების გაცვლის მიზნით. საზავო რეჟიმის ამოქმედების შემდეგ, სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს შეთანხმების დარღვევაში მუდმივად ადანაშაულებენ .




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე