70-ზე მეტი ინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა - მარინა ენდელაძე

საქართველო, თბილისი - 11:29 | 16.10.2020
ნანახია: 100

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის თქმით, 70-ზე მეტი კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 887 ახალი შემთხვევა დადასტურდა, აქედან 342 აჭარაში გამოვლინდა, 277 თბილისში და 198 – იმერეთში. ერთ დღეში გარდაიცვალა 11 პაციენტი. აქედან 5 თბილისში, 3 ბათუმში, 2 იმერეთში და 1 – გორში.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ჯამში COVID-19-ის 15 327 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 7 613 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 124 კი გარდაიცვალა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე