კორონავირუსით გარდაცვალების 11 შემთხვევიდან 5 თბილისში დაფიქსირდა

საქართველო, თბილისი - 11:22 | 16.10.2020
ნანახია: 89

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, კორონავირუსით გარდაცვლილი 11 პაციენტიდან ხუთი თბილისში გარდაიცვალა, სამი – ბათუმში, ორი – იმერეთში, ერთი კი გორში.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 887 ახალი შემთხვევა დადასტურდა, აქედან 342 აჭარაში გამოვლინდა, 277 – თბილისში.

ქვეყანაში ჯამში COVID-19-ის 15 327 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 7 613 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 124 კი გარდაიცვალა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე