კორონავირუსის პირველი გავრცელება მოხდა რომანოვები რომ ჩამოეთრივნენ, მერე ბათუმში ჩამოიყვანეს თავისი გოგოშკები რუსეთიდან - სააკაშვილი

საქართველო, თბილისი - 20:10 | 15.10.2020
ნანახია: 353

პირველი გავრცელება მოხდა რომანოვები, ვიღაც აფერისტები რომ ჩამოეხეტნენთ ბილისში. მერე ბათუმში ჩამოიყვანეს თავისი გოგოშკები, - ამბობს საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მთავარ არხთან ქვეყანაში ეპიდსიტუაციაზე საუბრისას.

მისი თქმით, მთელი მსოფლიოსთვის რუსეთი იყო გაწითლებული და ამათ ჩამოიყვანეს ბათუმში. ბათუმში გააჩინეს პირველი კერა.

“პირველი გავრცელება როგორ მოხდა თბილისში? პირველი გავრცელება მოხდა რომანოვები, ვიღაც აფერისტები რომ ჩამოეხეტნენ მართლა, სხვა სიტყვა არ მაქვს, რომ ჩამოეთრივნენ, ბოდიში ამ უხეში გამოთქმისთვის. წინანდალში იღრევეს.

მერე ბათუმში ჩამოიყვანეს თავისი ნაცნობ-მეგობრები, თავისი გოგოშკები, ჩამოიყვანეს ბათუმში რუსეთიდან. პირველი რა ქნა ტრამპმა? ჩაკეტა ჩინეთი. რატომ ჩაკეტა? იმიტომ, რომ ჩინეთი მალავდა სტატისტიკას. რუსეთი კიდევ მეტად მალავს სტატისტიკას, ვიდრე ჩინეთი. ახლა თავზე ენგრევათ ეს ყველაფერი და უკვე პუტინიც ვეღარ მალავს. ეს ხომ მთელმა მსოფლიომ იცოდა? მთელი მსოფლიოსთვის რუსეთი იყო გაწითლებული და ამათ ჩამოიყვანეს ბათუმში. ბათუმში გააჩინეს პირველი კერა“, - თქვა სააკაშვილი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე