საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა

საქართველო, თბილისი - 01:08 | 15.10.2020
ნანახია: 888

ევროპის ერთა ლიგის C დივიზიონის მე-2 ჯგუფში საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიის გუნდს ესტუმრა. მატჩი ფრედ - 1:1 დასრულდა. ამ მომენტისთვის ორივე გუნდს 6-6 ქულა აქვს.

ვლადიმირ ვაისის შემადგენლობაში არ იყო გუნდის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელი თორნიკე ოქრიაშვილი, რომელიც კუნთის ტრავმას უჩივის. ოქრიაშვილის გარდა ასევე არ იყვნენ ჯაბა კანკავა, გიორჩი ჩაკვეტაძე, გურამ კაშია, დავით ხოჭოლავა, ოთარ კაკაბაძე, გიორგი აბურჯანია. ვლადიმირ ვაისმა სასტარტოში არ დააყენა გუნდის 19 წლის ლიდერი ხვიჩა კვარაცხელია. საწყის წუთებზევე კუნთი გაიჭიმა ოთარ კიტეიშვილმა და მან თამაში ვეღარ გააგრძელა.

პირველი ტაიმი საკმაოდ უინტერესო გამოდგა, სტარტი სტუმრების იყო, თუმცა ტაიმის მეორე ნაწილი უკვე მაკედონიელთა უპირატესობით წარიმართა, თუმცა მათაც მხოლოდ ერთი მომენტი შექმნეს, გორან პანდევის თავური ლორიას კარს აცდა.
67-ე წუთზე მაკედონიელთა მეკარემ დიმიტრიევსკიმ საჯარიმოს გარეთ ხელით ითამაშა და მსაჯმა გააძევა. მალევე შეცვალზე შესულმა ხვიჩა კვარაცხელიამ შესანიშნავი გოლი გაიტანა. ეს 19 წლის ფეხბურთელის პირველი გოლია ეროვნულ ნაკრებში.

ბოლო წუთებზე მაკედონიელები გააქტიურდნენ. საქართველოს კომპენსირებულ წუთებზე ლორიას კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც ალიოსკიმ წარმატებით გამოიყენა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე