საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ევრო 2020-ზე "სიკვდილის ჯგუფში" არ მოხვდება

საქართველო, თბილისი - 10:24 | 09.10.2020
ნანახია: 1264

ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის ფინალური ტურნირის ის ჯგუფი გაირკვა, რომელშიც საქართველოს ნაკრები ითამაშებს ევრო 2020-ზე გასვლის შემთხვევაში.

თუ საქართველოს საფეხბურთო ნაკრები პლეი ოფის ფინალში ჩრდილოეთ მაკედონიას დაამარცხებს და ევროპის ჩემპიონატზე გავა, უკვე საბოლოოდ გადაწყვეტილია, რომელ ჯგუფში მოხვდება.

ეს იქნება C ჯგუფი, რომელშიც შარშან გამართულ წილისყრაზე ნიდერლანდების, უკრაინისა და ავსტრიის ნაკრები გუნდები მოხვდნენ. ფინალში გამარჯვების შემთხვევაში საქართველო სწორედ ამ ჯგუფში მოხვდება. მატჩები ბუქარესტსა და ამსტერდამშია დაგეგმილი.

შესაძლებელი იყო, რომ საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიას შორის გამარჯვებული "სიკვდილის ჯგუფში" მოხვედრილიყო. ეს იმ შემთხვევაში მოხდებოდა, თუ რუმინეთი პლეი ოფის A გზას მოიგებდა. ამ შემთხვევაში საქართველო ტურნირზე გასვლის შემთხვევაში F ჯგუფში გადაინაცვლებდა, სადაც გერმანია, პორტუგალია, საფრანგეთი არიან. მაგრამ რუმინეთი ისლანდიასთან 1:2 დამარცხდა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე