საქართველომ ბელარუსი ანგარიშით 1:0 დაამარცხა

საქართველო, თბილისი - 22:13 | 08.10.2020
ნანახია: 742

საქართველოს ნაკრებმა "დინამო არენაზე" ევრო 2020-ის პლეი ოფის ნახევარფინალში ბელარუსის ნაკრებს უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა.

ანგარიში მე-7 წუთზე გაიხსნა. გოლი თერთმეტრიანი დარტყმით თორნიკე ოქრიაშვილმა გაიტანა.
საქართველო ფინალში მაკედონიასა და კოსოვოს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება. ფინალში გამარჯვების შემთხვევაში, საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე