ცეკვა ქართულს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

საქართველო, თბილისი - 15:03 | 08.10.2020
ნანახია: 187

ცეკვა ქართულს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. შესაბამისი ბრძანება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ 21 სექტემბერს გამოსცა, რომელიც ძალაში 7 ოქტომბერს შევიდა.

"დაევალოს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საინფორმაციო სისტემების სამსახურს ობიექტის მონაცემების ძეგლთა სახელმწიფო რეესტრში ასახვა.

დაევალოს სააგენტოს იურიდიულ სამსახურს ამ ბრძანების ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში ბრძანების დანართში მითითებული ობიექტების მონაცემების საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინტერნეტგვერდზე ასახვის მიზნით შესაბამისი ღონისძიებები" - წერია ბრძანებაში.

ფოტო: ერისიონი




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე