ჯენიფერ ლოპესი გაეროს კეთილი ნების ელჩი გახდა

საქართველო, თბილისი - 15:47 | 26.09.2015
ნანახია: 2857

ჯენიფერ ლოპესი გაეროს კეთილი ნების ელჩი გახდა. სტატუსი ამერიკელ მომღერალსა და მსახიობს ქალების უფლებების დაცვისთვის მიენიჭა. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც გაეროს ადამიანის უფლებების დამცავი ფონდი მსგავს თანამდებობას აწესებს.

ახალ ამპლუაში ჯენიფერ ლოპესი ვალდებულია, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში იმოგზაუროს, გენდერული თანასწორობაზე იმუშაოს და ქალებს საკუთარი უფლებები გააცნოს.

გაეროს ფონდში აღნიშნეს, რომ მომღერალმა ეს წოდება იმ საქველმოქმედო ფონდის დაარსებითაც დაიმსახურა, რომელიც მან საკუთარ დასთან ერთად ქალებისა და ბავშვების დასახმარებლად შექმნა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე