ინდოეთში გოგონას გაუპატიურებამ და გარდაცვალებამ საპროტესტო ტალღა გამოიწვია

საქართველო, თბილისი - 16:26 | 30.09.2020
ნანახია: 510

ინდოეთში გაუპატიურების შედეგად გოგონას გარდაცვალების შემდეგ საპროტესტო ტალღა აგორდა.

Associated Press-ის ინფორმაციით, გოგონა უტარ-პრადეშის შტატში ოთხმა მამაკაცმა 14 სექტემბერს გააუპატიურა. ნათესავებმა ის სახლთან ახლოს მინდორში იპოვეს. გოგონა შიშველი იყო და სისხლისგან იცლებოდა. მას ასევე აღენიშნებოდა ხერხემლის მოტეხილობა. გოგონა დაბალ კასტას მიეკუთვნებოდა.

პოლიციის ცნობით, სავარაუდო მოძალადეები დააკავეს. ისინი გარდაცვლილთან შედარებით მაღალი კასტის წარმოადგენელბი არიან.

პროტესტის მონაწილეები და პოლიტიკოსები დამნაშაავების სამართლიან დასჯას მოითხოვენ.

ინდოეთში გაუპატიურების პრობლემა მწვავედ დგას. სტატისტიკით, ქვეყანაში ყოველ 15 წუთში ძალადობის ფაქტი ფიქსირდება. მსხვერპლები ხშირად იღებენ მძიმე ტრავმებს. ხშირად მათ განსაკუთრებული სისასტიკით კლავენ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე