სტუდენტი, რომელმაც ონლაინლექციაზე ლექტორს შეურაცხყოფა მიაყენა, თსუ-დან გარიცხეს

საქართველო, თბილისი - 14:34 | 30.09.2020
ნანახია: 578

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან გარიცხეს სტუდენტი, რომელმაც ონლაინლექციის დროს ლექტორს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. გადაწყვეტილება საბჭომ მიიღო. იუწყება ტელეკომპანია "ფორმულა".

გარდა ამისა, თსუ-მ ონლაინლექციის ჩაშლის მცდელობისა და ლექტორებისთვის შეურაცხყოფის მიყენების რამდენიმე ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინიტროს მიმართა.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ისმის, როგორ აყენებს შეურაცხყოფას სტუდენტი ლექტორს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე