არავის მივცემთ უფლებას ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი თემა პოლიტიკური ოპონენტების დევნისთვის გამოიყენოს - სალომე სამადაშვილი

საქართველო, თბილისი - 13:44 | 30.09.2020
ნანახია: 461

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა საქართველოს პროკურატურის გუშინდელ განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ საქართველოს სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისია მუშაობდა და ამ კომისიის მუშაობა შეაჩერა "ქართულმა ოცნებამ". სალომე ზურაბიშვილის აზერბაიჯანში ვიზიტმა კი კრიზისი გამოიწვია.

სამადაშვილი პორკურატურის განცხადებას აბსურდულს უწოდებს და ამბობს, რომ ივანიშვილის ხელიუფლება მართლმსაჯულების სისტემას პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ იყენებს.

"ეს არის სრულიად აბსურდული ბრალდება. ეს არის კიდევ ერთი ნათელი განაცხადი იმის თაობაზე, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება მართლმსაჯულების სისტემას იყენებს პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ. ამ ყველაფერს ქართველი ხალხი არჩევნებზე დაასრულებს და იტყვის, რას ფიქრობს, ხელისუფლებაზე მიუხედავად იმისა, წინა ხელისუფლების მიმართ რა აბსურდულ ბრალდებებს მოიგონებს. ამ პრობლემაზე უშუალოდ არ ვმუშაობდი, ბრიუსელში საქართველოს ელჩი ვიყავი, მაგრამ შემიძლია, დანამდვილებით გითხრათ, რომ ეს პრობლემა მრავალი წლის მანძილზე გრძელდებიდა, კომისია მუშაობდა და ამ კომისიის მუშაობა „ქართულმა ოცნებამ“ შეაჩერა. სალომე ზურაბიშვილის აზერბაიჯანში ვიზიტმა კრიზისი გამოიწვია. ამის შემდეგ მათ ამ თემაზე საუბარი მოუწიათ. დღეს იმის ნაცვლად, რომ ჩვენ წარმოგვიდგინონ კომისიის მუშაობის შედეგები, ისინი რაღაც ახალ აღმოჩენილ გარემოებებზე გვესაუბრებიან, რაც აბსურდული პოლიტიკური მიზნებით გაკეთებულ განაცხადად გვეჩვენება. გავეცნობით, თუ რაიმე შესასაბის ინფორმაციას წარმოადგენენ. არავის მივცემთ უფლებას, რომ საზოგადოებას თვალში ნაცარი შეაყარონ და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი თემა პოლიტიკური ოპონენტების სამართლებრივი შევიწროვებისთვის და დევნისთვის გამოიყენოს“, – განაცხადა სამადაშვილმა.

საქართველოს პროკურატურამ გუშინ გაავრცელა განცხადება, რომ უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების ფაქტზე პროკურატურაში გამოძიება მიმდინარეობს.

განცხადებაშია ნათქვამია, რომ გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წერილობითი ინფორმაცია, რომელიც შეეხებოდა საქართველოს სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის საქმიანობას. როგორც პროკურატურაში აცხადებენ, თავდაცვის სამინისტროდან მიღებული ინფორმაციით, კომისიის მიერ საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის გარკვეული მონაკვეთები არამართლზომიერად, ქვეყნის ტერიტორიული ინტერესების საზიანოდ შეთანხმდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე