იმედს ვიტოვებთ, გამოძიება წარიმართება ოპერატიულად და მოხდება პასუხისმგებელ პირთა სწრაფი იდენტიფიცირება - სახალხო დამცველი მარნეულზე

საქართველო, თბილისი - 23:20 | 29.09.2020
ნანახია: 588

სახალხო დამცველის აპარატი მარნეულში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

ომბუდსმენი აცხადებს, რომ უკვე ჰქონდათ კომუნიკაცია შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და მათი თქმით, გდაწყებულია გამოძიება ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლის მუხლით.

"სახალხო დამცველის აპარატი ყურადღებით აკვირდება მარნეულში მიმდინარე მოვლენებს. ამ წუთებში აპარატის თანამშრომლები სიტუაციის დეტალურად გაცნობის მიზნით ადგილზე მიემგზავრებიან.
ჩვენს ხელთ არსებული პირველადი ინფორმაციით, განხორციელდა ფიზიკური ძალადობა რამდენიმე ადამიანის მიმართ, მათ შორის არის სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენელი გიორგი მუმლაძე და მედიის წარმომადგენლები (ტელეკომპანია მთავარი, საზოგადოებრივი მაუწყებელი).
ჩვენი პირველადი კომუნიკაციით შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, დაწყებულია გამოძიება ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლის მუხლით.
იმედს ვიტოვებთ, გამოძიება წარიმართება ოპერატიულად და მოხდება პასუხისმგებელ პირთა სწრაფი იდენტიფიცირება. აღნიშნული მნიშვნელოვანი წინაპირობა იქნება საზოგადოებრივი წესრიგისა და არჩევნების მშვიდობიან გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად", - ნათქვამია განცხადებაში.
ცოტა ხნის წინ "მთავარი არხის" 4 თანამშრომელს თავს დაესხნენ, ადგილორბივ კორესპონდეტნს თავი აქვს გატეხილი და საავადმყოფოშია გადაყვანილი. დაზიანებულია მთავარი არხის ტექნიკაც.

ასევე თავს დაესხნენ ადგილზე მყოფ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადამღებ ჯგუფსაც. დაამტვრიეს კამერა და ოპერატორს ფიზიკურად გაუსწორდნენ.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე