პომპეომ ყარაბაღის კონფლიქტის მხარეებს ძალადობის შეწყვეტისკენ მოუწოდა

საქართველო, თბილისი - 15:36 | 29.09.2020
ნანახია: 200

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ მთიან ყარაბაღში კონფლიქტი აუცილებლად უნდა შეწყდეს და მხარეებმა სერთაშორისო საზოგადოების შუამავლობით უნდა შეიტანონ წვლილი კონფლიქტის მშვიდობიანად გადაწყვეტის ძიებაში.

პომპეომ განცხადება საბერძენთში ოფიციალური ვიზიტის დროს გააკეთა.

„მთიან ყარაბაღში ძალადობა უნდა შეწყდეს. მხარეებმა კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტაში თავიანთი წვლილი უნდა შეიტანონ“, - განაცხადა პომპეომ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე