"დინამო თბილისი" ფარერის კუნძულებთან მარცხის შემდეგ განცხადებას ავრცელებს

საქართველო, თბილისი - 10:36 | 29.09.2020
ნანახია: 949

საფეხბურთო კლუბი "დინამო თბილისი" ფარერის კუნძულებთან მარცხის შემდეგ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"გვსურს, გამოვეხმაუროთ გუშინ სკ დინამო თბილისის ხელმძღვანელობის მიმართ გამოთქმულ ზოგიერთ მოსაზრებას.

რომან ფიფია არის კლუბის მფლობელი და პრეზიდენტი. დღეისათვის კლუბის მართვას ახორციელებენ მაღალკვალიფიციური მენეჯერები, რომლებიც უზრუნველყოფენ კლუბისა და დინამოს ბავშთა საფეხბურთო აკადემიის გამართულ მუშაობას.

ფარერებზე უეფა-ს ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩში ასეთი დიდი ანგარიშით დამარცხება ძალიან მტკივნეული იყო დინამოსთვის და გულშემატკივრებისთვის, რისთვისაც ბოდიშს ვიხდით.

ჩვენ ვათვითცნობიერებთ და ვიღებთ ნებისმიერ ობიექტურ და ჯანსაღ კრიტიკას. ამასთანავე, ამ მტკივნეული მარცხის განზოგადოება კლუბის მთელ საქმიანობაზე არასწორად მიგვაჩნია", - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, "დინამო თბილისი" ევროპის ლიგას მესამე საკვალიფიკაციო ეტაპიდან გამოეთიშა. კლუბი ფარერის კუნძულების კლუბ "კლაკსვიკსთან" 1:6 ანგარიშით დამარცხდა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე