გურჯაანის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს

საქართველო, თბილისი - 15:00 | 28.09.2020
ნანახია: 538

გურჯაანის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.

გავრცელებული ინფორმაცით, შემთხვევას წინ უსწრებდა თანასოფლელებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება, რის შემდეგაც ერთმა მეორეს მუცლის არეში დაზიანებები მიაყენა.

დაჭრილი კლინიკაში გადაიყვანეს. ამჟამად, მისი მდგომარეობა სტაბილურია და უტარდება შესაბამისი მკურნალობა. დაწყებულია გამოძიება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე