მთიანი ყარაბაღი წარმოადგენს აზერბაიჯანის სუვერენულ ტერიტორიას და ამას არაფერი შეცვლის - სააკაშვილი

საქართველო, თბილისი - 14:06 | 28.09.2020
ნანახია: 598

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამხედრო დაპირისპირებას ფეისბუქის გვერდზე ეხმიანება და ამბობს, რომ მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის სუვერენული ტერიტორიაა, რომელსაც ვერაფერი შეცვლის. სააკაშვილი აღნიშნავს, რომ მშვიდობა მნიშვნელოვანია და ხალხთა კეთილდღეობაზე უფრო დიდი ფასეულობა არ არსებობს.  მისი თქმით, ამ რეგიონიდან გამოდევნილ ადამიანებს აქვთ უფლება თავიანთ სახლებს დაუბრუნდნენ.

„აზერბაიჯანს და სომხეთს შორის სამხედრო შეტაკებები ძალიან გვაშფოთებს ყველას, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ჩვენს რეგიონში მშვიდობა და ჩვენი ხალხების კეთილდღეობა. არ არსებობს დღეს უფრო დიდი ფასეულობა. ამიტომ დიდი გულისტკივილით ვადევნებ თვალყურს ადამიანურ მსხვერპლს და სიტუაციის ესკალაციას. ჩემი პოზიცია სრულიად ნათელია, ეს ეფუძნება სახელმწიფო მთლიანობის პრინციპს, ესე იგი, მთიანი ყარაბაღი წარმოადგენს აზერბაიჯანის რესპუბლიკის სუვერენულ ტერიტორიას და ამას არაფერი არ შეცვლის, რა თქმა უნდა ამავე დროს ყველას ვინც გამოდევნილია ამ რეგიონიდან, აქვს უფლება დაუბრუნდეს თავის სახლებს და ვინც უკვე ცხოვრობს, მათ აქვთ უფლება მშვიდად იცხოვრონ და მათი უფლებები უნდა იყოს დაცული. საქართველო დაინტერესებულია კავკასიის სამ ერს შორის ძმურ-მეგობრულ ურთიერთობებში. ჩვენი მომავალი ისეთი უნდა იყოს, როგორც სამ ბალტიის ქვეყნებს შორის ურთიერთობაა და მხოლოდ გარე ძალები არიან დაინტერესებულები იმაში, რომ გაგვთიშოს და იბატონოს და ჩვენ ამის საშუალება მათ არანაირად არ უნდა მივცეთ!..“- წერს სააკაშვილი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე