გარკვეული პერიოდი კორონავირუსის შემთხვევები ყოველდღიურად 200-500-ის ფარგლებში იმერყევებს - ამირან გამყრელიძე

საქართველო, თბილისი - 13:18 | 28.09.2020
ნანახია: 573

ახალი შემთხვევების რაოდენობა პერიოდულად 200-დან 500-ის ფარგლებში იქნება, თუმცა მთავარია, იყოს მართვადი, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისი განმარტებით, მ დროისთვის ვითარება სრულად მართვადია და პაციენტები შესაბამის დახმარებას იღებენ.
როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობის ფონზე საქართველოში გარდაცვლილთა რიცხვი ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

„სამწუხაროდ, გვაქვს 31 გარდაცვალება. ქვეყანაში სიკვდილიანობის მთლიანი პროცენტი არის 0.56, ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებლი გვაქვს ევროპაში. თითოეული გარდაცვალება ტრაგედიაა, მაგრამ სამწუხაროდ, მედიცინაში ეს ხდება, თუმცა შემთხვევათა დიდი რაოდენობის ფონზე, საქართველოს აქვს ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო პროცენტი. ჯერჯერობით აჭარა რჩება ყველაზე ცხელ წერტილად. ანუ, ხდება კონცენტრირება ინფექციის დიდი ნაწილის, ეს მერყეობს 60-დან 75 პროცენტამდე სხვადასხვა დღეს. დღეისთვის აჭარაში სტანციონარებში არის 502, კოვიდ-სასტუმროებში 998, ბინაზე მეთვალყურეობის ქვეშ 600-მდე ინფიცირებული. პროგნოზირებადი იყო, რომ ჩვენ შემოდგომაზე, ზაფხულის სეზონის შემდეგ გვექნებოდა ზრდა და რომ ეს ყველაფერი დაიწყებოდა აჭარიდან. ამავე დროს, უნდა გავითავისოთ ისიც, რომ ჩვენ ყოველდღიურად გარკვეული პერიოდის განმავლობაში გვექნება შემთხვევათა მერყეობა 200-400-500-ის ფარგლებში, მაგრამ ეს ყველაფერი მთავარია უნდა იყოს მართვადი. ჯერჯერობით ეს ყველაფერი სრულად მართვადია და ავადმყოფებს ეწევათ შესაბამისი დახმარება“, – განაცხადა გამყრელიძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე