1-დან მე-6 კლასამდე მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესი სასკოლო ოთახებში პირველ ოქტომბერს დაიწყება

საქართველო, თბილისი - 13:02 | 28.09.2020
ნანახია: 152

მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1 ოქტომბრიდან სასკოლო სწავლების დაწყება საკლასო ოთახებში 1-დან მე-6 კლასის მოსწავლეებისთვის ძალაში რჩება. გამონაკლისია აჭარა, სადაც სკოლებში სწავლა გამონაკლისების გარეშე, დისტანციურად გაგრძელდება.

განათლებისა, კულტურის, მეცნიერებისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, 1-დან 6-ე კლასის მოსწავლეების მშობლებს სამინისტრო განათლების მიღების ალტერნატიულ საშუალებასაც სთავაზობს :

"თუ 1-დან 6-ე კლასის მოსწავლეების მშობლები გადაწყვეტენ, მათმა შვილებმა სასწავლო პროცესი გააგრძელონ დისტანციური ფორმით, ეს იქნება სრულად უზრუნველყოფილი“, - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

7-დან 12-ე კლასამდე მოსწავლეები სწავლას დისტანციურ რეჟიმში განაგრძობენ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე