თითოეული სიკვდილი ტრაგედიაა, თუმცა, ჩვენთან ეს მაჩვენებელი 0.57%-ია - ამირან გამყრელიძე

საქართველო, თბილისი - 19:40 | 26.09.2020
ნანახია: 386

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, მიუხედავად კორონავირუსით გარდაცვლილი პაციენტების მატებისა, საერთო ინფიცირებულებთან პროცენტული მაჩვენებელი დაახლოებით 0.57%-ია, რაც ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

როგორც გამყრელიძე ამბობს, გარდაცვლილი პაციენტერბის უმრავლესობა მძიმე მდგომარეობაში იყო. ბოლო ერთ კვირაშ კორონავირუსით ინფიცირებულთა გარდაცვალების 3 შემთხვევა აჭარას უკავშირდება.

"ერთი კვირის განმავლობაში, სამწუხაროდ, გვაქვს 7 გარდაცვალების შემთხვევა. ძირითადად ეს შემთხვევები იყო მძიმე, აქედან 2 იყო ჩვენი არაკონტროლირებადი ტერიტორიიდან გადმოყვანილი მძიმე ავადმყოფები. დანარჩენი ასევე მძიმე კრიტიკული ავადმყოფები, რომლებიც იმყოფებოდნენ რეანიმაციულ განყოფილებებში ხელოვნურ ვენტილაციაზე და აქედან, თუ არ ვცდები, 3 შემთხვევა უკავშირდება აჭარას. რა თქმა უნდა, თითოეული სიკვდილი ტრაგედიაა, მაგრამ გარდაცვლილთა პროცენტულთა მაჩვენებელი საერთო ინფიცირებულებთან გვაქვს დაახლოებით 0.57%, რაც ერთ-ერთი ყველაზე დაბალია ევროპაში",-აცხადებს გამყრელიძე.

დღეს, 26 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის ახალი, 296 შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 60-ით გაიზარდა, გარდაიცვალა - 1. დღემდე ქვეყანაში ვირუსის 4 960 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 1 819 გამოჯანმრთელდა, 28 პაციენტი კი გარდაიცვალა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე