დავით ფურცხვანიძეს პატიმრობა შეეფარდა

საქართველო, თბილისი - 19:18 | 26.09.2020
ნანახია: 503

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე, ფალსიფიკაციისა და ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებულ დავით ფურცხვანიძეს პატიმრობა შეეფარდა.

გამოძიების ინფორმაციით, მან საკუთარი შვილის დახმარებით, ე.წ. სატელიტის ფოტომასალა გააყალბა და ბაჩალიაშილის ოჯახის ადვოკატს გადაუგზავნა.

დანაშაულის მოტივად გამოძიება ფინანსურ გამორჩენას ასახელებს. დანაშაული 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე