ყვარელი-თელავის დამაკავშირებელ გზაზე მიკროავტობუსი გადაბრუნდა - დაშავებულია 11 მგზავრი

საქართველო, თბილისი - 20:00 | 25.09.2020
ნანახია: 561

ყვარელი-თელავის დამაკავშირებელ გზაზე მიკროავტობუსი გადაბრუნდა. შედეგად დაშავდა 11 მგზავრი, რომლებიც რთველში სამუშაოდ მიდიოდნენ.

დაშავებულები თავდაპირველად ადგილობრივ საავადმყოფოში მოათავსეს, თუმცა მოგვიანებით 8 მათგანი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმის თქმით, ორ დაშავებულს უკვე ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია. რაც შეეხება დანარჩენებს, მათ უტარდებათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება.

კლინიკის დირექტორის ხათუნა ჭონიაშვილის ინფორმაციით, ამ ეტაპზე მათი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა და სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე