აშშ-ში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 44 110 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველო, თბილისი - 15:25 | 25.09.2020
ნანახია: 122

აშშ-ში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 44 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მონაცემებს ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი ავრცელებს.

უნივერსიტეტის ინფორმაციით, ბოლო ერთ დღეში, შეერთებულ შტატებში COVID-19-ის 44 110 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 914 პაციენტი.

პანდემიის დაწყებიდან აშშ-ში საერთო ჯამში გამოვლენილია კორონავირუსის 6,9 მილიონზე მეტი შემთხვევა. მათგან 202 ათასზე მეტი ლეტალურად დასრულდა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 2,7 მლნ-ს აჭარბებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე