ხულოს მერიის ორ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

საქართველო, თბილისი - 15:06 | 25.09.2020
ნანახია: 471

ხულოს მერიის ორ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფიცირებულები კლინიკაში, მათთან კავშირში მყოფი პირები კი, იზოლაციაში გადაიყვანეს. ამის შესახებ ხულოს მერია განცხადებას ავრცელებს.

„დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციის თანახმად, ყველა პირი, ვისაც ჰქონდა ინფიცირებულებთან კონტაქტი გადავიდა თვითიზოლაციაში და ჩაუტარდა ტესტირება. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული თანამშრომლები ბოლო პერიოდის განმავლობაში გადასული იყვნენ დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე და მათ შემხებლობა არ ჰქონიათ სხვა თანამშრომლებთან“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ხულოს მერია მუშაობას განაგრძობს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე