ფურცხვანიძემ სატელიტის ფოტოები შვილს გააყალბებინა - პროკურატურა
საქართველო, თბილისი - 14:36 | 25.09.2020 ნანახია: 526საქართველოს პროკურატურის განცხადებით, ბაჩალიაშვილის საქმის ფიგურანტმა, დავით ფურცხვანიძემ ე.წ. სატელიტის ფოტოები დასამუშავებლად შვილს გადაუგზავნა. პროკურატურამ ფურცხვანიძე მტკიცებულებათა ფალსიფიკაციისა და პირადი მოტივით მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლის მიზნით ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე უკვე დააკავა.
"საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა ერთ-ერთი მედიასაშუალებით გაასაჯაროვა ფოტომასალა, რომელიც მისი თქმით, სატელიტიდანაა გადაღებული და სოფელ მაწევანის ტერიტორიას 2020 წლის 19-22 ივლისს ასახავს.
ვინაიდან აღნიშნული ფოტოების მიხედვით არ ირკვეოდა მისი წარმოშობის წყარო, კერძოდ, არ არის მითითებული ვებგვერდი და სხვა მაიდენტიფიცირებელი მონაცემები, მიხეილ რამიშვილს შეეთავაზა მიეთითებინა კონკრეტული სატელიტური თანამგზავრის და მისი მფლობელის მონაცემები, თუმცა ამ უკანასკნელმა წარმოადგინა 2 ფოტოსურათი და უარი განაცხადა კომპანიის და კონკრეტული წყაროს დასახელებისგან, რის გამოც აღნიშნული ფოტოების ავთენტურობის დადგენის მიზნით ჩატარდა შესაბამისი ექსპერტიზა.
ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მიხეილ რამიშვილის მიერ წარმოდგენილი ორივე ფოტოსურათი გაყალბებულია. აღნიშნული ინფორმაციის გაჟღერების შემდგომ, მიხეილ რამიშვილმა როგორც მედიასთან საუბრისას, ასევე საგამოძიებო ორგანოში გასაუბრებისას განმარტა, რომ მას აღნიშნული ფოტომასალა მიაწოდა დ.ფ.-მ.
აღნიშნული ქმედება შეიცავდა შესაძლო დანაშაულის ნიშნებს და საჭიროებდა დამატებით საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას, მათ შორის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატების მონაწილეობით. ვინაიდან, ადვოკატების მოწმის სახით გამოკითხვა თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების ფაქტზე წარმოებული გამოძიების პროცესში გამოიწვევდა მოცემულ საქმეზე შემდგომში საადვოკატო საქმიანობისგან მათ ჩამოცილებას, საქართველოს პროკურატურის მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება და მოცემული საქმიდან ცალკე წარმოებად გამოიყო სისხლის სამართლის საქმე მტკიცებულებათა ფალსიფიკაციისა და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტებზე.
მოცემულ საქმეზე გამოძიების მიერ ჩატარდა არაერთი საგამოძიებო თუ საპროცესო მოქმედება. ამოღებულ იქნა როგორც დაკავებულის, ისე მისი შვილის კომპიუტერული ტექნიკა და მოსამართლის მიერ გაცემული განჩინების საფუძველზე განხორციელდა აღნიშნული ტექნიკიდან ინფორმაციის გამოთხოვა.
ამავე საქმეზე განხორციელდა ადვოკატ მიხეილ რამიშვილის ტელეფონიდან მასსა და დაკავებულს შორის კომუნიკაციის ამსახველი ინფორმაციის და ე.წ. სატელიტური ფოტოების მოპოვება, ასევე მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მოწმის სახით გამოიკითხნენ თავად დ.ფ., მიხეილ რამიშვილი და ეკა ქობესაშვილი.
ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ დაკავებული ხელმძღვანელობს მის მიერ დაფუძნებულ არაკომერციულ იურიდიულ პირს -„უსაფრთხოების პრობლემების ანტიკრიზისული ცენტრი". მედიაში გავრცელებული ინფორმაციის შედეგად, დ.ფ.-სთვის ცნობილი გახდა თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის და მისი ადვოკატების ვერსიის თაობაზე, რომ თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანა თითქოსდა 2020 წლის 18-22 ივლისს არ იმყოფებოდა იმ ადგილას, სადაც ნანახი იქნა თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი. ასევე დაკავებულისთვის ცნობილი იყო ის გარემოება, რომ საქართველოს პროკურატურა ატარებდა შესაბამის ღონისძიებებს სატელიტური ფოტოების მოძიების მიზნით.
დ.ფ.-მ საკუთარი ორგანიზაციის რეკლამირების და სხვადასხვა დონორი ორგანიზაციების მხრიდან დაფინანსების მიღების მიზნით განიზრახა ყალბი მტკიცებულებების შექმნა და მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის მიზნით ამ ინფორმაციის გამოძიებისთვის მიწოდება.
განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, დაკავებული დაუკავშირდა თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატს და სთხოვა შემთხვევის ადგილის კოორდინატების მიწოდება. 2020 წლის 07 სექტემბერს დ.ფ.-მ სოციალურ ქსელ "სკაიპის" საშუალებით მიიღო ვებგვერდ zoom.earth-ის 2019 წლის ნოემბრის შესაბამისი კოორდინატების სატელიტური ფოტოსურათები, თუმცა მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის მიზნით განიზრახა აღნიშნული ფოტოების გაყალბება, რა მიზნითაც ზემოხსენებული ფოტოები ელექტრონული ფოსტის გამოყენებით გადაუგზავნა მის შვილს და სთხოვა დამუშავება იმ ფორმით, რომ შთაბეჭდილება შექმნილიყო თითქოსდა აღნიშნული სატელიტური ფოტო გადაღებულია 2020 წლის 19 ივლისს და მასზე თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანა არ არის ასახული. დაკავებულის შვილის ჯ.ფ-ს მიერ მოხდა აღნიშნული ფოტოსურათის დამუშავება და ელექტრონული ფოსტით გადაგზავნა დ.ფ.-სთვის.
დაკავებულმა გაყალბებული სურათები სოციალურ ქსელ "Whats App"-ის საშუალებით გადაუგზავნა მიხეილ რამიშვილს, რომელმაც თავის მხრივ აღნიშნული ფოტოები წარუდგინა გამოძიებას მტკიცებულების სახით. მოცემულ ფოტოებზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ფოტოსურათები არის ყალბი და დამზადებულია მონტაჟის გზით.
მიმდინარე საქმეზე გამოძიების პროცესში 2020 წლის 19 სექტემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში მოწმის სახით გამოკითხვისას მოსამართლის მიერ დ.ფ.-ს განემარტა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 49-ე მუხლით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობების შესახებ, კერძოდ, უფლების შესახებ არ მიეცა მისი და მისი ახლო ნათესავის დანაშაულის ჩადენაში მამხილებელი ჩვენება. დაკავებულმა არ ისარგებლა აღნიშნული უფლებით და თანხმობა განაცხადა ჩვენების მიცემაზე.
დაკავებულს ბრალად ედება მძიმე დანაშაულის ჩადენა, რაც სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას. გამოძიებისთვის ცნობილია, რომ იგი აპირებს ქვეყნის დატოვებას და უკვე შეძენილი აქვს ავიაბილეთი, ასევე საზღვარგარეთის ერთ-ერთ ბანკში გააჩნია ანგარიში, რომელზეც სისტემატიურად ახდენს სხვადასხვა თანხების აკუმულირებას, რაც ბრალდების მხარეს აძლევს დასაბუთებული ვარაუდის საფუძველს, რომ დ.ფ. აპირებს ქვეყნის დატოვებას, რათა თავი აარიდოს სისხლის სამართლებრივ პასუხიმგებლობას, რის გამოც ბრალდების მხარე იშუამდგომლებს სასამართლოს წინაშე მისთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენების თაობაზე", განმარტებულია პროკურატურის განცხადებაში.
პოლიტიკა
- კონტრაქცია ნიშნავს „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამს - სოფო ნიჟარაძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
სამართალი
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
მსოფლიო
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
- 30%-იანი ქეშბექი Petlas-ის საბურავებზე - შეთავაზებები „თეგეტა მოტორსისგან“
- „თეგეტა“ გარემოსდაცვით ღონისძიებას - „დედამიწის დღე 2024-ს“ შეუერთდა
- „თეგეტა მოტორსში“ Energizer-ის ბრენდის აკუმულატორებზე სპეციალური შეთავაზებები მოქმედებს
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა