რიოს კარნავალი კორონავირუსის პანდემიის გამო გადაიდო

საქართველო, თბილისი - 12:38 | 25.09.2020
ნანახია: 594

მასშტაბური კარნავალი, რომელიც ბრაზილიის ერთ-ერთ უდიდეს ქალაქ რიო დე ჟანეიროში ტრადიციულად ყოველი წლის თებერვალში ტარდება, კორონავირუსის პანდემიის გამო, გაურკვეველი ვადით გადაიდო. ინფორმაცია ორგანიზატორებმა გაავრცელეს.

მანამდე კარნავალში მონაწილე სამბას სკოლები გააფრთხილეს, რომ ვიდრე კორონავირუსის ვაქცინა მზად არ იქნება, კარნავალის ორგანიზება გართულდებოდა.

რიოს კარნავალი მილიონობით ვიზიტორს იზიდავს ყოველწლიურად.

ბრაზილია კორონავირუსით ერთ-ერთი ყველაზე მეტად დაზარალებული ქვეყანაა, სადაც ვირუსის 4,5 მილიონი შემთხვევა გამოვლინდა და 138 000 ადამიანზე მეტი გარდაიცვალა.

"ჩვენ ვეძებთ ალტერნატიულ გამოსავალს, მაგრამ ამ დროისთვის რთულია იმის თქმა თუ როდის ჩატარდება კარნავალი", - განაცხადა სამბას სკოლების ლიგის პრეზიდენტმა ხორხე კასტანეირამ.

როგორც იუწყებიან, კარნავალის გადადება მძიმე ეკონომიკურ გავლენას მოახდენს იმ ოჯახებზე, რომლებიც შემოსავალს ძირითადად ტურიზმიდან იღებენ. ტურიზმი ბრაზილიის მშპ-ს დაახლოებით 8% -ს შეადგენს.

რიოს კარნავალი შედგება მოცეკვავეებისგან, მრავალფეროვნად და სახალისოდ ჩაცმული ხალხისგან, რომელიც რიოს ადგილობრივი სამბას სკოლებიდან არიან წარმოდგენილნი. ერთ-ერთ სანახაობად რიოს კარნავალზე სამბა სკოლებს შორის მეტოქეობა ითვლება, რომელსაც ისინი "დების პაექრობას" უწოდებენ.

ეს კონკურსი მთელი კარნავალის კულმინაციად მიიჩნევა, სადაც სამბას სკოლები ერთმანეთთან არის დაკავშირებული.

ყოველი სკოლა ირჩევს თემას, შემდეგ კი ცდილობს თავისი დადგმული ცეკვა წარმოაჩინოს. სამბას სკოლები ასევე მუშაობენ საუკეთესო კოსტიუმების, სიმღერებისა და ესთეტიკის შექმნაზე, რათა უკეთ წარმოაჩინონ თავი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე