კორონავირუსის შემთხვევებიდან 17 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა

საქართველო, თბილისი - 11:54 | 25.09.2020
ნანახია: 455

ინფექციური კლინიკის ბოქსირებული განყოფილების დირექტორის, მარინა ენდელაძის თქმით, ამ დროისთვის ქვეყანაში 3000 აქტიური შემთხვევაა, მათგან 17 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

დღეს, 25 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 265 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 54-ით გაიზარდა.

აჭარაში კორონავირუსის 168 შემთხვევა გამოვლინდა, იმერეთში - 27, კახეთში - 6, თბილისში -43, სამეგრელო-ზემოსვანეთში - 6, სამცხე-ჯავახეთში - 4, ქვემო-ქართლში - 3, ხოლო შიდა-ქართლში - 2.

საერთო ჯამში ქვეყანაში ვირუსის 4 664 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 759 პაციენტი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა - 27.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე