კორონავირუსით გარდაცვლილი 27-ე პაციენტი 54 წლის მამაკაცია

საქართველო, თბილისი - 11:49 | 25.09.2020
ნანახია: 518

კორონავირუსით გარდაცვლილი 27-ე პაციენტი 54 წლის მამაკაცია, რომელიც ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 20 ივლისს მოათავსეს. მას მძიმე თანმხლები დაავადებები ჰქონდა.

კორონავირუსის ახალი 265 შემთხვევიდან 168 აჭარაში გამოვლინდა.

ამ დროისთვის რეგიონის რვა კლინიკაში 486 პირი მკურნალობს, კოვიდსასტუმროებში – 812, ბინაზე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება 300-მდე ინფიცირებული.

კორონავირუსით ინფიცირებულთა შორის 48 ბავშვია, 16 კი – ორსული.

დღეს რეგიონში კოვიდსასტუმრო 39-მა გამოჯანმრთელებულმა დატოვა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე