თბილისის „ლოკომოტივი“ ესპანეთის „გრანადასთან“ 0:2 დამარცხდა

საქართველო, თბილისი - 10:57 | 25.09.2020
ნანახია: 977

თბილისის „ლოკომოტივი“ ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაში ესპანეთის „გრანადასთან“ 0:2 დამარცხდა.

მატჩი ესპანელთა იერიშებით დაიწყო და მათ დიდი ტერიტორული უპირატესობაც ჰქონდათ, თუმცა, პირველ ტაიმში რეალურ საგოლე მომენტებამდე საქმე იშვიათად მიდიოდა.

48-ე წუთზე, ვენესუელის ნაკრების შემტევმა, დარვინ მაჩისმა ანგარიში ულამაზესი დარტყმით გახსნა 1:0. 59-ე წუთზე გიორგი გაბაძემ 5-წუთიან მონაკვეთში მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და თბილისელები 10 კაცით დარჩნენ. 90+1 წუთზე ესპანელებმა „ლოკომოტივის“ კარი მეორედ მაინც აიღეს: ხორხე მოლინამ დამატებაზე ზუსტად დაარტყა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 2:0 და „გრანადა“ პლეიოფშია.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე