სამარცხვინო მატჩი - "დინამო" თბილისი ფარერის "კლაკსვიკმა" 1:6 გაანადგურა

საქართველო, თბილისი - 10:47 | 25.09.2020
ნანახია: 973

საქართველოს ჩემპიონმა ევროტურნირზე ასპარეზობა ფარერის კუნძულებზე სამარცხვინო მარცხით დაასრულა - "დინამო" თბილისი ევროპალიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე "კლაკსვიკთან" დიდი ანგარიშით, 1:6 განადგურდა.

პირველი ტაიმის შემდეგ 0:1 მარცხდებოდა. ანგარში 22-ე წუთზე დანი პავლოვიჩმა გახსნა. 58-ე წუთზე „დინამოს“ მეორე გოლი პატრიკ იოჰანსენმა გაუტანა და „დინამო“ სრულაიდ მოიშალა. მე-60 წუთზე პალ კლეტსკაპმა სტუმართა კარი მესამედ აიღო. თბილისელებიდან სხვაობა 71-ე წუთზე ვიტორ პერნამბუკოს შეამცირა. 69-ე და 73 წუთებზე კლეტსკაპმა კიდევ ორი გაიტანა და ჰეთ-თრიქი შეასრულა, 85-ე წუთზე მეექვსედ „დინამოს“ კარი იონ იოჰანსენმა შეარხია და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა 6:1. საბოლოოდ, „კლაკსვიკმა“ 6:1 მოიგო და პირველად ისტორიაში, ქართული გუნდი ფარერების წარმომადგენელთან დამარცხდა, რომელიც ევროპალიგის პლეი ოფში გავიდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე