მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა კვარტალთან შედარებით 0.7%-ით გაიზარდა

საქართველო, თბილისი - 13:26 | 23.09.2020
ნანახია: 630

მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა კვარტალთან შედარებით 0.7 პროცენტით
გაიზარდა. აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო სამშენებლო მასალებზე
ფასების 3.3 პროცენტიანი ზრდით, რამაც 1.91 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის
ცვლილებაში.
წინა წლის შესაბამის კვარტალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი
გაიზარდა 2.1 პროცენტით. ინდექსის ზრდა, ძირითადად, გამოწვეული იყო სამშენებლო მასალებზე
ფასების 6.8 პროცენტიანი ზრდით, რაც 3.89 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის
ცვლილებაზე. გარდა ამისა, ამავე პერიოდში სამეწარმეო სფეროში მშენებლობის დარგში
დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი შემცირდა 8.4 პროცენტით,
რამაც -2.31 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე