ბოლო 24 საათში, აშშ-ში კორონავირუსის 52 070 შემთხვევა გამოვლინდა

საქართველო, თბილისი - 15:18 | 22.09.2020
ნანახია: 897

ბოლო 24 საათში, აშშ-ში კორონავირუსის 52 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მონაცემებს ჯონს ჰოპკინსის უნივესიტეტი ავრცელებს.

უნივერსიტეტის ინფორმაციით, ბოლო ერთ დღეში შეერთებულ შტატებში კორონავირუსის 52 070 შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 356 პაციენტი.

აშშ-ში პანდემიის დაწყებიდან კორონავირუსის 6,8 მლნ შემთხვევაა დადასტურებული, გარდაცვლილია 199 886 ადამიანი. გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი 2,6 მილიონზე მეტს შეადგენს.

მსოფლიოს მასშტაბით გამოვლენილია კორონავირუსის 31 მილიონზე მეტი შემთხვევა, გარდაცვლილია 965 ათასზე მეტი ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელებულია 21 მილიონზე მეტი პაციენტი.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე