თბილისში, ერთ-ერთ სკვერს აფხაზეთის ომში დაღუპული ძმები წიკლაურების სახელი მიენიჭა
საქართველო, თბილისი - 15:06 | 22.09.2020 ნანახია: 770
თბილისის საკრებულოს სახელდების და სიმბოლიკის კომისიის ინიციატივით, ნაძალადევის რაიონში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე არსებულ სკვერს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული ძმების ვასიკო და ნუკრი წიკლაურების სახელი მიენიჭა. სკვერში შესაბამისი აბრა დამონტაჟდა. ღონისძიებას დაღუპული ძმების დედა ესწრებოდა.
ძმები წიკლაურები 1993 წლის 22 სექტემბერს ბაბუშერას აეროპორტში მომხდარ ტრაგედიას ემსხვერპლნენ.
დღეს სახელდების და სიმბოლიკის კომისიის ინიციატივით, ნაძალადევის რაიონში ძმები წიკლაურების სახელობის სკვერი გაიხსნა. ძმები წიკლაურები აფხაზეთის ომის გმირები არიან, რომლებიც ბაბუშერაში დაიღუპნენ. ბაბუშერაში დატრიალებული ტრაგედიიდან 27 წელი გავიდა. თბილისის საკრებულოს სახელდების და სიმბოლიკის კომისია მოხარულია, რომ ჩვენი დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ასეთი გმირების სახელების უკვდავყოფის მონაწილეა.
დარწმუნებულები ვართ, რომ ეს არის ჩვენი მხრიდან ის სწორი ნაბიჯი, რომლითაც ჩვენ იმათ სულებს უკვდავყოფთ, ვინც თავი შესწირა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას, ერთიანობას და თავისუფლებას.
როგორც ვეტერანების საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელმა ვლადიმერ იმნაძემ განაცხადა,მნიშვნელოვანია იმ გმირების სახელების გავაცნოთ საზოგადოებას, ვინც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას შესწირა თავი. მან თბილისის საკრებულოს სახელდების და სიმბოლიკის კომისიას სკვერის სახელდებისთვის მადლობა გადაუხადა.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ ომში დაღუპული ძმების თანამებრძოლები, აფხაზეთის ომის ვეტერანები.
სკვერის გახსნას თბილისის საკრებულოს ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარი წევრები, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი, დაღუპული გმირების ოჯახის წევრები და აფხაზეთის ომების ვეტერანები დაესწრნენ.
პოლიტიკა
- დიპლომატთა მისიაა, კედლების ნაცვლად ხიდები აშენონ, აღმოჩნდა, რომ ზოგიერთს ორივე შეძლებია, უბრალოდ, კედელს ქართველ ხალხს უშენებენ, ხიდს - ტერორისტებსა - შალვა პაპუაშვილი
- რუსეთმა საქართველოს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ნავთობის პირველი პარტია გაგზავნა - Reuters
- კობახიძის განცხადება განათლების ახალ რეფორმაზე, 2024 წლის 28 ნოემბრის ანტიევროპულ განცხადებას უტოლდება, ამ ჯერზე ევროპულ განათლების სისტემისგან გვთიშავს - სალომე ზურაბიშვილი
- თუ 11 წელი არის სასწავლო პროგრამის გასავლელად საკმარისი, უნდა შემოვიფარგლოთ 11 წლით, ჩვენი მთავარი ამოცანაა, ქართველმა სტუდენტმა საქართველოში მიიღოს მაღალი დონის განათლება - ირაკლი კობახიძე
საზოგადოება
- მზია ამაღლობელს სახაროვის პრემია გადაეცა
- საქართველოს ხელისუფლებას, როგორც ჩანს, მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, დემონსტრანტები დაშინებისა და დასჯის გზით გააჩუმოს - Amnesty International
- Babolat X Lamborghini – „კუს ტბა პადელის“ ახალ კორტებზე სამოყვარულო ტურნირი გაიმართა
- ლანა ღოღობერიძეს 97 წელი შეუსრულდა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- MAN-ის საერთაშორისო კონფერენცია თბილისში „თეგეტას“ ორგანიზებით გაიმართა
- „ვოლვო ქარ საქართველომ“ Terminal Towers-ში ინოვაციური ბრენდული სივრცე შექმნა
- თბილისის ავტოპარკის განვითარების პროექტი - „თეგეტამ“ დედაქალაქს MAN-ის 200 ერთეული ავტობუსი მიაწოდა
- ROI და კრეატივი - „თეგეტას“ მარკეტინგის მთავარი ოფიცერი Reinvent 2025-ზე
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















