ბოლო ერთ კვირაში, მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობის რეკორდული ზრდა დაფიქსირდა

საქართველო, თბილისი - 14:51 | 22.09.2020
ნანახია: 672

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობის რეკორდული ზრდა დაფიქსირდა. ინფორმაციას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ავრცელებს.

ორგანიზაციის ინფორმაციით, 14-20 სექტემბრის პერიოდში მსოფლიოში კორონავირუსის 1 998 897 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 36 764 პაციენტი.

ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 6 პროცენტით გაიზარდა წინა კვირასთან (7-13 სექტემბერი) შედარებით. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ  სიკვდილიანობა 10 პროცენტით არის შემცირებული.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე