საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის ანაზღაურება 6 000 ლარით გაიზარდა

საქართველო, თბილისი - 14:27 | 22.09.2020
ნანახია: 516

სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებით, სსიპ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" გენერალური დირექტორის პოზიციაზე თანამდებობრივი სარგო გაიზარდა. ინფორმაციას "პირველი არხი" ავრცელებს.

გენერალური დირექტორის პოზიციაზე თანამდებობრივი სარგო სამეურვეო საბჭომ დღეს ერთხმად დაამტკიცა, რომლის მიხედვითაც, ხელზე ასაღები თანხა 10 ათასი ლარი იქნება. დღემდე ეს თანხა ოთხ ათას ლარს შეადგენდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე