საქართველოში ეპიდსიტუაცია ძალიან საყურადღებოა, თუმცა არა საგანგაშო - მარინა ენდელაძე

საქართველო, თბილისი - 11:27 | 22.09.2020
ნანახია: 599

საქართველოში ეპიდსიტუაცია ძალიან საყურადღებოა, თუმცა არა საგანგაშო, - აცხადებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი, მარინა ენდელაძე.

"ვხედავთ, რომ ძალიან კარგი მდგომარეობა არ არის, მაგრამ არის ძალიან საყურადღებო და არა საგანგაშო. მართალია მოემატა, მაგრამ ეს რიცხვი არაა დრამატული მატება. მე ვფიქრობ ჩვენი ჯანდაცვის სისტემა სრულად მოერევა ამ საკითხს. როგორც ვიცი, გახსნილია 35 სტაციონარი, რომელიც კოვიდინფიცირებულებს ემსახურება. ასევე, მიმდინარეობს პირველადი ჯანდაცვის ექიმების ტრენინგი", - განუცხადა მარინა ენდელაძემ ჟურნალისტებს.

შეგახსენებთ, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 218 შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 2 პაციენტი.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე