ტაჯიკი ბიზნესმენების გატაცების საქმეზე 3 დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა

საქართველო, თბილისი - 17:05 | 21.09.2020
ნანახია: 511

ტაჯიკი ბიზნესმენების გატაცების, მათზე ძალადობისა და ფულის გამოძალვის საქმეზე დაკავებულ 3 პირს 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

ერთ-ერთი დაკავებული პანკისელი ბიზნესმენისა და სალაფიტური თემის ერთ-ერთი ლიდერის, ვახტანგ ფარეულიძის ძმა ბაქარ ფარეულიძეა.

ფორმულას ექსკლუზიური ინფორმაციით, რომელიც ეთერში 22 აგვისტოს გავიდა, გამტაცებლები ბიზნესმენებს დაემუქრნენ, რომ პოლიციისთვის არ მიემართა, რადგან მათ უწყებაში ახლობლები ჰყავდათ.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე