ძალიან აღგზნებული ხართ - მეუფე სერაფიმე ჟურნალისტს

საქართველო, თბილისი - 15:50 | 21.09.2020
ნანახია: 667

ძალიან აღგზნებული ხართ, ქალბატონო, - ასე მიმართა ჟურნალისტს მეუფე სერაფიმემ. ჟურნალისტის შეკითხვას, არღვევს თუ არა ის კონკორდატს პარტიულ ღონისძიებებზე დასწრებით, მან ასე უპასუხა: "მალე მოგიტანთ დასამშვიდებელს, ძალიან აღგზნებული ხართ".

ეკლესიაში არ მიაჩნიათ რომ მაღალი იერარქიის სასულიერო პირების გამოჩენა "ქართული ოცნების" პარტიულ ღონისძიებებზე მათ მხარდაჭერას ნიშნავს.
ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტის, მეუფე ანტონის მტკიცებით, "ეკლესია ყოველთვის არსებულ ხელისუფლებას უჭერს მხარს". მისი თქმით, "ხვალ თუ ოპოზიცია მოვა პოზიციაში, ეკლესია მათთანაც იქნება".

პატრიარქის მოსაყდრე, მეუფე შიო ფიქრობს, რომ "მხარდაჭერა არის სიტყვიერი განცხადება" და ამ შემთხვევაში კონკორდატი არ ირღვევა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე