თბილისში, შესაძლოა, კორონავირუსზე ტესტირებისთვის კარვები დაიდგას - პაატა იმნაძე

საქართველო, თბილისი - 15:43 | 21.09.2020
ნანახია: 953

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის თქმით, შესაძლოა, თბილისში კორონავირუსზე ტესტირებისთვის საველე კარვები დაიდგას.

"ჩვენთან და სამინისტროს ვებ-გვერდზეა ამბულატორიული კლინიკების ჩამონათვალი, სადაც მოქალაქეებს შეუძლიათ, რომ უფასოდ გაიკეთონ კორონავირუსზე ტესტები. კარავიც შეიძლება ჩავდგათ", - განუცხადა ფორმულას იმნაძემ.

კორონავირუსზე შესამოწმებლად უფასო ტესტირების კარვები უკვე განთავსებულია ბათუმში, ქობულეთსა და ქუთაისში.

საქართველოში დღეს კორონავირუსის 193 ახალი შემთხვევა დაფიქისრდა. გამოჯანმრთელდა 40 პაციენტი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე