დავით ფურცხვანიძე ამბობს, რომ გამოძიებას იმ პირის ვინაობა დაუსახელა, ვინც სატელიტური ფოტოები მიაწოდა

საქართველო, თბილისი - 13:01 | 20.09.2020
ნანახია: 601

დავით ფურცხვანიძე, რომელმაც ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატს სატელიტით გადაღებული ფოტოსურათები მიაწოდა, მაგისტრი მოსამართლის წინაშე დაიკითხა.

პროკურორის განმარტებით, მან დაასახელა პირი, რომელთანაც კავშირი სოციალურ ქსელში ჰქონდა, დამატებითი ინფორმაცია კი შესაძლოა მის ტელეფონში ყოფილიყო, რომელიც ერთი კვირის წინ დაუზიანდა.

პროკურორის თქმითვე, პირის იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა, თუმცა დაზუსტდა ფაქტი, რომ ფოტოსურათები მიხეილ რამიშვილს სწორედ დავით ფურცხვანიძემ გადასცა.

"დავასახელე კონკრეტულად ამ გამოკითხვის დროს არა მხოლოდ სახელი და გვარი, არამედ სხვა კონკრეტული დეტალები დაკავშირებული იმ პიროვნებასთან, მის სტრუქტურასთან, ჩვენს საერთო სტრუქტურასთან. თუ სრული იდენტიფიცირება უნდათ, ჩემი საკომუნიკაციო საშუალებები მათთან არის, იმაში წერია ყველაფერი, სხვადასხვა რეკვიზიტები, მაგრამ ისიც საკმარისია, რაც მე ვუთხარი," - განუცხადა დავით ფურცხვანიძემ ჟურნალისტებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე