ბოკერია არ გაქცეულა, პირიქით ჩამოვიდა - გიორგი ვოლსკი

საქართველო, თბილისი - 16:15 | 18.09.2020
ნანახია: 801

ბოკერია არ გაქცეულა, პირიქით, მგონი ჩამოვიდა, იმ პერიოდში საზღვარგარეთ იმყოფებოდა, მაგრამ საიდან უნდა გაქცეულიყო ან რისგან, - განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

"კრიზისი შეადარეს კრიზისს. 2008 წლის შემდეგ, ომის დროს, შეიძლება ბოკერია არ გაქცეულა, პირიქით, მგონი ჩამოვიდა, იმ პერიოდში საზღვარგარეთ იმყოფებოდა, მაგრამ საიდან უნდა გაქცეულიყო ან რისგან უნდა გაქცეულიყო?! არც ერთი საკითხი, რომელსაც დღეს ჩვენმა ხელისუფლებამ მოუყარა თავი და ამ ურთულეს პირობებში, მაინც შეძლო გარკვეული პაკეტის შექმნა, არ ჰქონდათ არა თუ დაფინანსებული, არამედ ყურადღების მიღმა ჰქონდათ დატოვებული და სინანულიც არ გამოუთქვამთ" - განაცხადა ვოლსკიმ.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ 2008 წლის აგვისტოში მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლები "ზოგი რომელ საზღვარზე გარბოდა და ზოგი რომელზე".

დღეს პარლამენტში ნათია თურნავას ინტერპელაციის წესით უსმენდნენ.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე