წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატრიკეთის სკოლის პედაგოგს კორონავირუსი დაუდასტურდა

საქართველო, თბილისი - 14:38 | 18.09.2020
ნანახია: 546

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატრიკეთის სკოლაში, სადაც სასწავლო პროცესი 15 სექტემბერს საკლასო ოთახებში დაიწყო, ერთ-ერთ პედაგოგს კოვიდ-19 დაუდასტურდა. სკოლაში სწავლა შეჩერებულია და 100-მდე მოსწავლე და 24 პედაგოგი თვითიზოლაციაში იმყოფებიან.

პედაგოგმა ტესტი ვირუსზე გუშინ, 17 სექტემბერს ჩაიტარა და შედეგი დადებითი გამოდგა.

წყალტუბოს რესურსცენტრის ხელმძღვანელის მამუკა ჩხეტიანის განმარტებით, სკოლაში სადეზინფექციო სამუშაოები უკვე ჩატარდა.

"სკოლაში სწავლა შევწყვიტეთ. გავაფრთხილეთ ყველა მშობელი და პედაგოგი. ყველანი ამ დროისათვის არიან თვითიზოლაციაში და ეპიდემიოლოგების დანარჩენ მითითებებს ველოდებით. როდესაც გვეტყვიან, ყველა ჩაიტარებს ტესტირებას", - განაცხადა რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, მამუკა ჩხეტიანმა.

დღეს, 18 სექტემბერს, საქართველოში კორონავირუსის 182 ახალი შემთხვევა დადასტურდა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე