მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებმა 30 მილიონს გადააჭარბა

საქართველო, თბილისი - 11:53 | 18.09.2020
ნანახია: 567

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებმა 30 მილიონს გადააჭარბა. მონაცემებს ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი ავრცელებს.

საერთო ჯამში მსოფლიოში კორონავირუსის 30 181 110 შემთხვევაა დადასტურებული. მათი უმეტესობა ინფიცირებულთა რაოდენობით პირველ სამეულში მყოფ ქვეყნებზე მოდის. ბოლო 24 საათში ინფიცირების 314 ათასი შემთხვევა გაიზარდა.

კორონავირუსით დაინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა - 6,6 მლნ აშშ-ში გამოვლინდა, ინდოეთში - 5,2 მლნ ბრაზილიაში - 4,4 მლნ, რუსეთში - 1,08 მლნ.

კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილია 945 ათასი ადამიანი.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე