თბილისის "ლოკომოტივმა" მოსკოვის "დინამო" 2:1 დაამარცხა

საქართველო, თბილისი - 23:26 | 17.09.2020
ნანახია: 852

ევროპალიგის II საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის ლოკომოტივმა მოსკოვის დინამოს უმასპინძლა და სენსაციურად, 2:1 დაამარცხა.

პირველი ტაიმის მეორე ნახევრიდან სტუმრების უპირატესობა გამოიკვეთა, თუმცა მათ მხოლოდ ერთი  საგოლე მომენტი ჰქონდათ. ტაიმი 0:0 დასრულდა.

54-ე წუთზე თბილისელები დაწინაურდნენ ირაკლი სიხარულიძემ ზუსტად დაარტყა და ანგარიში 1:0.

76-ე წუთზე კი მამია გავაშელიშვილმა ძალიან კარგი კონტრშეტევა მეორე გოლით დააგვირგვინა. მოსკოველებმა 90+2-ე წუთზე პენალტი მოიპოვეს, რომლითაც ნიკოლაი კომლიჩენკომ ანგარიში შეამცირა 2:1

„ლოკომოტივმა“ მოსკოვის „დინამო“ დაამარცხა და ევროპალიგის მესამე ეტაპზე გავიდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე