ბარბადოსს ელისაბედ მეორის დაქვემდებარებაში ყოფნა აღარ სურს

საქართველო, თბილისი - 15:20 | 16.09.2020
ნანახია: 146

 

კარიბის სახელმწიფო ბარბადოსი ბრიტანეთის დედოფლის დაქვემდებარებაში ყოფნაზე უარს ამბობს და სურს რესპუბლიკა გახდეს. კუნძულმა დიდი ბრიტანეთისაგნ დამოუკიდებლობა 1966 წელს მოიპოვა, თუმცა ის დიდი ბრიტანეთის თანამეგობრობის წევრია და სახელმწიფოს მეთაურად დღემდე ელისაბედ მეორე რჩება.

სახელმწიფოს რესპუბლიკად გადაქცევის განზრახვის შესახებ გენერალ-გუბერნატორმა ანდრა მეისონმა განაცხადა. რესპუბლიკად გამოცხადება ქვეყნის დამოუკიდებლობის 55 წლისთავის აღნიშვნამდე უნდა მოხდეს, რომელიც 2021 წლის ნოემბერშია დაგეგმილი.

 „დადგა დრო სამუდამოდ უარი ვთქვათ ჩვენს კოლონიალურ წარსულზე, ბარბადოსელებს სურთ, რომ სახელმწიფოს მეთაური ბარბადოსელი იყოს“.

ბარბადოსის კოლონიზაცია ინგლისმა მე-17 საუკუნეში მოახდინა. მოსახლეობის 80 პროცენტზე მეტი აფრიკადან ჩაყვანილი მონების შთამომავლები არიან. მკვიდრი ინდიელი მოსახლეობა კუნძულზე აღარ დარჩა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე