ბათუმში მასობრივი თერმოსკრინინგი იწყება - თორნიკე რიჟვაძე

საქართველო, თბილისი - 15:02 | 16.09.2020
ნანახია: 156

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, ბათუმში მასობრივი თერმოსკრინინგი იწყება.

მისივე განცხადებით, აჭარის ან ბათუმის ჩაკეტვა არ განიხილება.

"ბათუმი არის საყურადღებო კერა. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ კიდევ უფრო მეტად მოვახდინოთ თერმოსკრინინგი ქალაქში. შესაბამისად, მოეწყობა თერმოსკრინინგის პუნქტები. ეს ერთმნიშვნელოვნად არ ნიშნავს დამატებით საკარანტინო ღონისძიებების შემოღებას ქალაქში. ბათუმი და აჭარა არ იკეტება და არ განიხილება ან საგანგებო მდგომარეობით გათვალისწინებული ღონისძიებებით, ან თუნდაც საკარანტინო ღონისძიებებით გათვალისწინებული ზომების მიღება", - აცხადებს რიჟვაძე.

ბათუმში იმყოფებიან ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი, ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე