აჭარაში კორონავირუსთან დაკავშირებული რეგულაციების კონტროლი გამკაცრდება - ეკატერინე ტიკარაძე

საქართველო, თბილისი - 14:42 | 16.09.2020
ნანახია: 147

ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, აჭარაში კორონავირუსთან დაკავშირებული რეგულაციების კონტროლი გამკაცრდება.
როგორც მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, გამკაცრებული ღონისძიებები ნიღბის ტარებას და დისტანცირებასაც შეეხება.

„დღეს საქართველოს მასშტაბით ინციდენტობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა აჭარაში ინციდენტობა აღემატება 14-ს, რაც საყურადღებოა. სწორედ აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აჭარაშიც ჩატარდება ის გამკაცრებული ღონისძიებები, რომელიც დღემდე ტარდებოდა სხვადასხვა რეგიონში, სადაც ეპიდაფეთქების კერა იყო. უფრო მეტად იქნება გამკაცრებული ღონისძიებები ნიღბის ტარებასა და დისტანცირებაზე, როგორც ტრანსპორტში, ასევე დახურულ სივრცეებში. ასევე, განხორციელდება მონიტორინგი დაწესებულებების, რომლებსაც დავალებული აქვთ თითოეული ბენეფიციარის, პერსონალის მონიტორინგი თერმოსკრინინგის კუთხით, მოხდება მათი გადამოწმებაც“, – განაცხადა ტიკარაძემ.

დღეს, 16 სექტემბერს, საქართველოში კორონავირუსის 196 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მათ შორის 145 აჭარაში დაფიქსირდა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე