ბათუმში შემსვლელებსა და გამსვლელებს ტემპერატურას შეუმოწმებენ - მეზვრიშვილი

საქართველო, თბილისი - 14:31 | 16.09.2020
ნანახია: 711

ბათუმში შემსვლელ და გამსვლელ ყველა მოქალაქეს ტემპერატურას შეუმოწმებენ. ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, იმ ადამიანებს, რომლებსაც ტემპერატურა აღმოაჩნდებათ, ჩაუტარდებათ კორონავირუსზე ტესტირება.

დღეს, 16 სექტემბერს, საქართველოში კორონავირუსის196 შემთხვევა გამოვლინდა, მათ შორის 144 ბათუმში დაფიქსირდა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე