საქართველომ საერთაშორისო არეალზე კიდევ ერთი უდიდესი აღიარება მოიპოვა, როგორც ქვეყანამ, რომელიც მსოფლიოში პირველ, უპრეცედენტოდ მაღალი რანგის ღონისძიებას პანდემიის დროს მასპინძლობს - მარიამ ქვრივიშვილი
საქართველო, თბილისი - 12:48 | 16.09.2020 ნანახია: 1061
გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს 112-ე სხდომის გახსნის შემდეგ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა განცხადება გააკეთა. მარიამ ქვრივიშვილმა ღონისძიების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„დღეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია დღეა, ქვეყნისთვის, რომელიც ტრადიციულად ტურისტულად ძალიან აქტიურია.საქართველომ საერთაშორისო არეალზე კიდევ ერთი უდიდესი აღიარება მოიპოვა, როგორც ქვეყანამ, რომელიც მსოფლიოში პირველ, უპრეცედენტოდ მაღალი რანგის ღონისძიებას პანდემიის დროს მასპინძლობს. ეს არის მნიშვნელოვანი აღიარება ჩვენი ქვეყნისთვის, ეს ის სწორად გადადგმული ნაბიჯები და წარმატებული ბრძოლის შედეგია, რომელიც საქართველოს მთავრობამ პანდემიის დროს გასწია.“-განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით მასშტაბური ღონისძიება ხელს შეუწყობს მთელ მსოფლიოში საქართველოს როგორც უსაფრთხო ქვეყნის იმიჯის გამყარებას.
„დღეს ღონისძიების მსვლელობისას გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნისგან, დელეგატებისგან მოვისმინეთ არაერთი პოზიტიური შეფასება საქართველოს მიმართ, როგორც პრეცედენტული მოვლენა, რომ ჩვენ ვმასპინძლობთ ასეთ მნიშვნელოვან ღონისძიებას. გაეროს მსოფლიო ტურიზმის აღმასრულებელი საბჭოს სხდომაზე დასასწრებად 24 ქვეყნიდან 170-მდე დელეგატი ჩამოვიდა. გუშინ საშუალება მოგვეცა მათთვის საქართველოს ტურისტული პოტენციალი გაგვაცნო. ეს მნიშვნელოვანი მიღწევაა, ამ ღონისძიების საქართველოში ჩატარება, რაც ჩვენი ქვეყნის ტურისტულ ინდუსტრიას დაეხმარება მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი პერსპექტივით და ცალსახად გაამყარებს იმ ძალიან ძლიერ მესიჯს, რაც გულისხმობს, რომ საქართველო არის პირველი ქვეყანა მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რომელმაც უმასპინძლა ასეთ მნიშვნელოვან ღონისძიებას ყველა პროტოკოლისა და უსაფრთხოების დაცვით.“-განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
პოლიტიკა
- სრული ბოდვაა, ქვეყნის შიგნით რა კანონებია საჭირო, ხელისუფლება გადაწყვეტს - კახა კალაძე „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე
- მინდა, ვუთხრა რეჟიმის ყველა მსხვერპლს - თქვენ მოიპოვეთ ახალი მნიშვნელოვანი მექანიზმი იმისთვის, რომ ამ რეჟიმმა პასუხი აგოს სამართლებრივად ყველა დარღვევაზე - სალომე სამადაშვილი
- ეუთო-ს რეკომენდაციები ან უნდა შესრულდეს, ან დადგება ანგარიშში აღწერილი პოლიტიკური და სამართლებრივი შედეგები - ლონდა თოლორაია
- „მოსკოვის მექანიზმით“ გათვალისწინებულ რეკომენდაციებს არ შევასრულებთ, ჰააგის სასამართლო არ გვაშინებს, პირიქით, მათ სასამართლოდ გადავაქცევთ - თენგიზ შარმანაშვილი
სამართალი
- კახეთში ახალგაზრდა კაცს თანხის გამოძალვის მიზნით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელეს, რის შემდეგაც მან თავი მოიკლა - დაკავებულია 2 პირი
- თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქეს ყაჩაღურად თავს დაესხნენ
- დააკავეს 4 არასრულწლოვანი, რომელთაც აფთიაქებიდან და მაღაზიიდან პროდუქცია გაიტაცეს
- თინა ხიდაშელი და გუბაზ სანიკიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს
მსოფლიო
- სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ბელარუსის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიება დაიწყო - Reuters
- ჩვენ მთლიანად ვანადგურებთ ირანის ტერორისტულ რეჟიმს, ნახეთ, რა დაემართებათ დღეს ამ შეშლილ ნაძირლებს, მე, როგორც აშშ-ის პრეზიდენტი, ვკლავ მათ, დიდი პატივია ამის გაკეთება - დონალდ ტრამპი
- ერაყში, სამხედრო ბაზაზე დრონების თავდასხმის შედეგად ერთი ფრანგი სამხედრო დაიღუპა და ექვსი დაიჭრა
- ევროკავშირის სანქციები იმ ადამიანებზეც უნდა გავრცელდეს, ვინც პასუხისმგებლები არიან საქართველოში დემოკრატიის განადგურებაზე - მალგოჟატა გოშევსკა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















