"ალეკო გისმენთ!" - ელისაშვილმა საარჩევნო ბანერზე თავისი ტელეფონის ნომერი განათავსა

საქართველო, თბილისი - 11:55 | 16.09.2020
ნანახია: 635

საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატმა ალეკო ელისაშვილმა საარჩევნო ბანერზე თავისი ტელეფონის ნომერი განათავსა.
ამის შესახებ ალეკო ელისაშვილმა სოციალური ქსელით გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ისაუბრა.

მისი თქმით, ცენტრალური საარჩევნო კომისიისგან საარჩევნო ნომერი ჯერ არ აქვს, ამიტომ ბანერზე ტელეფონის ნომრის დაწერა გადაწყვიტა.

"ველოდეთ, ველოდეთ და ავდექი და ბანერზე დავწერე ჩემი ნომერი. გამოკრული არ გვქონდა ეს ბანერი, რომ რამდენიმე ზარი შემოვიდა. ერთს ვუპასუხე, დანარჩენებს გადავურეკავ". – ამბობს ელისაშვილი.

ის ამომრჩევლებს მოუწოდებს, დაურეკონ მითითებულ ნომრებზე და ესაუბრონ საბურთალოს პრობლემებზე.

"გვინდა ეს ბანერი იყოს ურთიერთობისთვის, აზრის გაცვლა-გამოცვლისთვის და პრობლემებზე საუბრისთვის და არა რაღაც ყალბი, დაყენებული სახეებით სტუდიებში რომ გადაიღებენ და იღიმიან. არ დამზოგოთ, დამირეკეთ და რა პრობლემის მოგვარებასაც შევძლებ, თავს არ დავზოგავ". – ამბობს ელისაშვილი.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე